თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული და ახლა უკვე ძებნაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. როგორც პროკურორი აღნიშნავს, ის საკუთარ სიტყვაში იმ მტკიცებულებებს შეაფასებს, რაც ბრალდებულის წინააღმდეგ აქვთ მოპოვებული. ამასთან, სასამართლო პროცესის მოლოდინშია ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების საქმეზე დაკავებული პირიც. დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე.