საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრებისაჯარო სკოლებში ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრების ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზრის ტენდენციების, კარიერული განვითარების პერსპექტივებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.