სამ საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს ოპოზიცია იყენებს, როგორც არგუმენტს რომ საქართველოს სახელმწიფო სისტემაში კორუფციული ქსელები არსებობს. „ქართული ოცნების“ ოპონენტების თქმით, ახლა გამოსაძებელია რამდენმა ადამიანმა აიღო სისტემაში გიორგი ბაჩიაშვილისგან ფული? ოპოზიციური მხარე მიიჩნევს, რომ თანაინვესტირეების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ახლა გარედან შეუძლია იმუშაოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის ჩამოშლისთვის. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი გიორგი ბაჩიაშვილს კრიმინალს უწოდებენ. უმრავლესობის შეფასებით, საქართველოს საზღვრის კვეთის დეტალებზე საუბრით, გიორგი ბაჩიაშვილმა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა.