ბიძინა ივანიშივლის კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, "მტკვარი ჰესის" საქმე, და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა - ეს იმ საქმეების ჩამონათვალია, რომლებზეც თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. შესაბამისმა დეპარტამენტმა გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე ინტერპოლს უკვე მიმართა. ამასობაში ბრალი აღიარა შოთა ქარუმიძემ, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დაეხმარა. რა ეტაპზეა სამართლებრივი დავა და აქვს თუ არა კავშირი საქმესთან ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვისა და ბრალდების პოციიები.