100 დღე საქართველოში 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან. დღეს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დემონსტრაციაა დაანონსებული. თბილისის მერია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის პირველი კორპუსი და საქართველოს პარლამენტი - ყველა ამ ლოკაციაზე მოქალაქეები საკუთარი მოთხოვნების გასაჟღერებლად შეიკრიბებიან. სამ თვეზე მეტია მომიტინგეები ხელხალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. როგორია საპროტესტო აქციების დღის წესრიგი მე-100 დღეს.