ევროკავშირის ლიდერები დღეს ბრიტანეთის, კანადის, ისლანდიის, ნორვეგიისა და თურქეთის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებას გამართავენ. მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, 6 მარტს გამართული ევროპული საბჭოს საგანგებო შეხვედრის შედეგებს გააცნობენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სამიტის გადაწყვეტილებები როგორც ევროკავშირის წევრებისთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია.