სირიაში გარდამავალი მთავრობის ძალებსა და ასადის მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა. სირიაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ყველაზე სასტიკი შეტაკებისას მოკლულია 70-ზე მეტი ადამიანი და ათეულობით დაჭრილია. მათ შორის, ორივე მხარის მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები. სირიის საინფორმაციო სააგენტო Step-ი კი წერს, რომ სამთავრობო ძალების მებრძოლებმა გაანადგურეს ასადის რეჟიმის 70-მდე მხარდამჭერი და 25-ზე მეტი დაატყვევეს.