28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა - როგორია დღევანდელი საპროტესტო აქციების გეგმა და რა ხდება ადგილზე - Palitra News

28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა - როგორია დღევანდელი საპროტესტო აქციების გეგმა და რა ხდება ადგილზე

2025-03-07 20:38:45+04:00

28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა. დღეს თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დემონსტრაციაა დაანონსებული - მათ შორისაა თბილისის მერია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისის მიმდებარე ტერიტორია, თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის პირველი კორპუსი და საქართველოს პარლამენტი. დღეს მომიტინგე მოქალაქეები ყველა ამ ადგილზე მივლენ და საკუთარ მოთხოვნებს კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ - უკვე სამ თვეზე მეტია, რაც ისინი ხელახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორია დღევანდელი საპროტესტო აქციების გეგმა და რა ხდება ადგილზე.