ბიძინა ივანიშივლის კრიპტოვალუტის მითვისება, "მტკვარი ჰესის" საქმე და ახლა უკვე სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა - ეს იმ საქმეთა ჩამონათვალია, რომლებზეც „თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს“, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. შესაბამისმა დეპარტამენტმა გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თაობაზე ინტერპოლს უკვე მიმართა. ამასობაში, ბრალი აღიარა შოთა ქარუმიძემ, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა. რა ეტაპზეა ეს სამართლებრივი დავა და აქვთ თუ არა კავშირი საქმესთან ბაჩიაშვილის ოჯახის წევრებს.