ვის რა პოზიცია აქვს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეის შესახებ და შედგება თუ არა სალომე ზურაბიშვილის გარშემო ახალი პლატფორმა. ჯერ-ჯერობით ამ თემაზე ოპოზიციურ პარტიებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები საქარველოს მეხუთე პრეზიდენტთან ასევე მსჯელობენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პუნქტებზე, რომლებიც გეგმის სახით საზოგადოებას უნდა წარუდგინონ. ამავდროულად, „ქართულ ოცნებაში“ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახლა ყველა მხარე მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებზე უნდა კონცეტრირდეს.