როდის გაიმართება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის მიზნით მორიგი შეხვედრები. აშშ-სა და და უკრაინის პრეზიდენტები საუდის არაბეთში ვიზიტისთვის ემზადებიან. ამავდროულად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე, მათ შორის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს აგრძელებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ საკმაოდ კრიტიკული განცხადებით გამოდის. ამავე დროს, უნგრეთი ევროპას უკრაინის ფინანსური დახმარების გადახედვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თუკი უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, შესაძლოა, ევროკავშირი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს. კიდევ რას ამბობენ უცხოელი ლიდერები და რა ვითარებაა უკრაინაში?