უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს დემონსტრანტები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. მოქალაქეებმა უცვლელი მოთხოვნები გააჟღერეს. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნასა და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. პროტესტის 100-ე დღეს ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი წევრი აქციაზე ლაზერით პარლამენტის შენობის განათებისთვის დააკავეს. დაკავებულები გუშინ გვიან გაათავისუფლეს, თუმცა საქმეზე სამართალწარმოება დაწყებულია. როგორც მომიტინგეები, ისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ასმა დღემ კონსოლიდაციის უპრეცენდენტო მაგალითი აჩვენა. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ შესრულდება.