აშშ-ის სენატში მეგობარი აქტის განხილვა გრძელდება,- სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის განრიგშია მითითებული. თავდაპირველად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში - იქნა წარდგენილი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს - 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი. მეგობარი აქტი ითვალსიწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას და სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში შემჩნეული პირებისთვის. კონგრესმენის საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს და, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებს.