უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების ხელახალი შეხვედრის მოლოდინი და ომში მყოფი ქვეყნის აქტიური კომუნიკაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან - თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერების არასასიამოვნო შეხვედრის შემდეგ, ახლა მოლაპარაკებები ხელახალ შეხვედრასა და შეთანხმებაზე მიმდინარეობს. ზელენსკი ადასტურებს, რომ ბოლო დღეებში ტრამპის წარმომადგენლებთან სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებები დაწყებულია, ზელენსკის ოპტიმისტური მოლოდინების ფონზე კი დონალდ ტრამპი კვლავ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა . შედგება თუ არა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა და რა გზავნილები აქვთ უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს