ვის რა პოზიცია აქვს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეის შესახებ და შედგება თუ არა სალომე ზურაბიშვილის გარშემო ახალი პლატფორმა. აღნიშნულ თემაზე ჯერ-ჯერობით ოპოზიციურ პარტიებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ამავდროულად ოპოზიციონერი ლიდერები საქარველოს მეხუთე პრეზიდენტთან მსჯელობენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო პუნქტებზე, რომლებიც გეგმის სახით საზოგადოებას უნდა წარუდგინონ. „ქართულ ოცნებაში“ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ახლა ყველა მხარე მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებზე უნდა კონცეტრირდეს.