უკრაინისა და აშშ-ის ლიდერების ხელახალი შეხვედრის მოლოდინი და ომში მყოფი ქვეყნის აქტიური კომუნიკაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან - თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერის არასასიამოვნო შეხვედრის შემდეგ, ახლა მოლაპარაკებები ხელახალ შეხვედრასა და შეთანხმებაზე მიმდინარეობს. ზელენსკის ოპტიმისტური მოლოდინების ფონზე დონალდ ტრამპი კვლავ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, უკრაინის პრეზიდენტი კი საპასუხოდ ტრამპს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს - შედგება თუ არა ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა და რა გზავნილები აქვთ უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს