საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა - Palitra News

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა

2025-03-08 19:55:19+04:00

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დროულად მოხდეს დაკავებულთა გათავისუფლება და ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

საპროტესტო აქციას, ქალები გამოცემა “ბათუმელების” ოფისიდან მარშით შეუერთდნენ.

ისმის შეძახილები - “ცეცხლი ოლიგარქიას”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.

“რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით, არალეგიტიმური ხელისუფლება თავისუფლებისთვის მებრძოლებს უკანონოდ აკავებს, რასაც კატეგორიულად ვგმობთ! გვინდა ევროპული მომავალი! ჩვენ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს”,- აცხადებენ შეკრებილები.