აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს. დოკუმენტის ავტორის განცხადებით, ქართული ოცნება რეპრესიულია და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე ამერიკას კონკრეტული პასუხი ექნება. თავის მხრივ, მეგობარი აქტის მიმართ მაღალი მოლოდინები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. შეზღუდვებსა და სანქციებზე კი მმართველ გუნდში უცვლელ პოზიციას აფიქსირებენ. ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ნებისმიერი ასეთი ქმედება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევაა.