აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული ჯარების გერმანიიდან გამოყვანას და მათ უნგრეთში განლაგებას განიხილავს. - უცხოური გამოცემის ცნობით, ტრამპი გერმანიიდან დაახლოებით 35 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს, რაც პოტენციურად აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ დაახლოებით 160 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, მათი დიდი უმრავლესობა გერმანიაშია.