პოლონეთი ბირთვული იარაღის შესახებ ალაპარაკდა - დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი თავს გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობს, თუ საკუთარი ბირთვული არსენალი ექნება. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ტუსკმა ევროპის დაცვის შესახებ საფრანგეთის იდეაზე ისაუბრა. პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პარიზის შეთავაზება სერიოზულად განიხილება, თუმცა ის ასევე გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ტუსკის თქმით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ ვის ექნება ასეთ იარაღზე ფაქტობრივი ძალაუფლება.