პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.
პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 101-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „დამხობა რეჟიმს“, „თავისუფლება ტყვეებს“.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.