პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს მარშის - „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, მონაწილეები შეუერთდნენ - მათ პერფორმანსი მოაწყვეს და სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს - Palitra News

პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს მარშის - „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, მონაწილეები შეუერთდნენ - მათ პერფორმანსი მოაწყვეს და სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს

2025-03-08 21:19:40+04:00

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მომიტინგეებს რესპუბლიკის მოედნიდან გამართული მარშის - „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“, მონაწილეები შეუერთდნენ.

მათ ხელში სხვადასხვა შინაარსის ბანერები უჭირავთ, მათ შორის ბანერი წარწერით: „მადლობა გმირი შვილების დედებს”.

მარშის მონაწილეებმა პარლამენტთან პერფორმანსიც მოაწყვეს და სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს.

პარალელურად, სკანდირებდნენ: “ყველგან მილიცია, არსად სამართალი”, “ხალხი ითხოვს სამართალს”; „გეშინოდეთ ხალხის ძალის”.

პარლამენტთან აქციების მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პროტესტის 101-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.