თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის შენობაში უკვე 84-ე დღეა “ქართული ოცნების” რეჟიმს აპროტესტებენ, სამართალდამცავებმა დააჯარიმეს. სტუდენტებს ადმინისტრაცია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მოტივით შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ახალგაზრდებმა პროტესტის გაგრძელებისთვის ალტერნატიული სივრცის გამოყოფა მოითხოვეს, რაზეც ადმინისტრაციამ უარი განაცხადა და სამართალდამცველები გამოიძახა. პოლიციამ სტუდენტები ახალი კანონის მიხედვით, რომელიც შენობაში სპეციალური ნებართვის გარეშე აქციის გამართვას კრძალავს, 5000 ლარის ოდენობით დააჯარიმეს.