აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი „MEGOBARI აქტს“ 11 მარტს განიხილავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, აქტს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათივე განმარტებით, დოკუმენტი არის მკაფიო გზავნილი, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს იღებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის. თავდაპირელად “MEGOBARI აქტი” აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში - იქნა წარდგენილი კონგრესმენი ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) მიერ. ამ მომენტისთვის კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში 18 თანასპონსორი ჰყავს - 10 დემოკრატი და 8 რესპუბლიკელი.