სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საბოლოო განაჩენი უნდა გამოუტანოს. ოპოზიციაში ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტაა. მათივე განმარტებით, ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გაქცევა ცხადყოფს, რომ სისტემა დანგრევის პირასაა. გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ედება. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.