საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის - ანდრო ჭიჭინაძის საქმის მოლოდინებზე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომდგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მათი თქმით, პროცესს პატიმრების გასამხნევებლად ესწრებიან, თუმცა სასამართლოსგან სამართლიანი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.