2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო - Palitra News

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო

2025-03-10 09:35:48+04:00

2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად გაეცნო. გიორგი მოდებაძემ დასკვნითი ტურის მონაწილე სკოლის მოსწავლეებს წარმატება უსურვა. მესამე ტურის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულთა ათეული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან და ასევე, გამოვლინდებიან ის კანდიდატები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.