თბილისის საქალაქო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლოში ძებნაში მყოფი ბაჩიაშვილის ადვოკატი წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. რა მოლოდონი აქვთ მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით და ისარგებლებს თუ არა ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვით.