თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის საქმეზე დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. საქმის მიმართ მოლოდინებზე საუბრობენ დაკავებულების მხარდამჭერები და აცხადებენ, რომ წინასასამართლო სხდომებიდან გამომდინარე სამართლიანი ვერდიქტის მოლოდინი არ აქვთ. დაიწყო თუ არა უკვე სხდომა და რა განცხადებები გაკეთდა პროცესის დაწყებამდე.