აპირებს თუ არა ოპოზიცია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას,- ამ ეტაპზე 4 ბარიერგადალახული პარტია საარჩევნო მარათონში ჩართვას გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათი მთავარი მიზანი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაა. პარალელურად, ოპოზიციის ნაწილი ისევ დიდი, ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეით გამოდის.