ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, მშვიდობასთან დაახლოებისა და უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის კუთხით წარმატებული იქნება. დღეს ის საუდის არაბეთში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლებს შორის შეხვედრა კი 11 მარტს შედგება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის 10-12 მარტს საუდის არაბეთს ეწვევა. ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები აუცილებელია, რადგან უკრაინა, აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარების მიუხედავად, რუსეთთან ომში შესაძლოა ვერ გადარჩეს. ტრამპმა, ფოქს ნიუსთან ინტერვიუში, მინარელების შეთანხმებაზეც ისაუბრა. რას ამბობენ ლიდერები და როგორია მოლოდინები სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თემის დეტალებით ნატალია თვაური გვიერთდება.