ვიდრე “ქართული ოცნება” 4 ოქტომბერს ჩანიშნული თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიციური პარტიები კვლავ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე საუბრობენ. კოალიცია “ძლიერი საქართველოს”, ცვლილებისთვის და ერთობა “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავენ და მმართველი გუნდის მხრიდან ამაზე აპელირება ემსახურება იმ ერთ-ერთი მოთხოვნის უგულებელყოფას, რომელსაც მოქალაქეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე ას დღეზე მეტია აჟღერებს. ოპონენტების პოზიციის მიუხედავად „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ის ოპოზიცია,რომელიც მათი შეფასებით გარე დირექტივებით მოქმედებს.