პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომა ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან გასულ პროცესზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ წესრიგის დარღვევის გამო დარბაზში მყოფები სხდომათა დარბაზიდან გაუშვა. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრები და მსახიობები არიან შეკრებილები. სასამართლოს შენობაში იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები.