„მეგობარი აქტი“ კი არა, ამ აქტს უნდა ერქვას „უმადური აქტი“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დოკუმენტს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი ხვალ განიხილავს. უმრავლესობის ლიდერები მიიჩნევენ, რომ იმ შინაარსის დოკუმენტის მიღება, რომელსაც მეგობარი აქტი შეიცავს ქართველი ხალხის მიმართ უმადურობის გამოხატულებაა. ამ დროს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კვლავ სანქციების გაფართოების მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში.