სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - Palitra News

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

2025-03-10 18:08:35+04:00

მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მორიგ საკოორდინაციო შეხვედრას მართავს.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზე იმსჯელებენ.

კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საგარეო ვიზიტებზე, პოლიტპატიმრებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

შეხვედრაზე მივიდნენ: „ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს", „კოალიცია ცვლილებისთვის“, პარტიის “ფედერალისტები”, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლები.