„მეგობარი აქტი“ კი არა, ამ აქტს უნდა ერქვას „უმადური აქტი“ - სწორედ ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ დოკუმენტს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი ხვალ განიხილავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ „მეგობარი აქტის“ მიღება ქართველი ხალხის მიმართ უმადურობის გამოხატულებას წარმოადგენს. ამავდროულად, ოპოზიციაში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კვლავ სანქციების გაფართოების მოლოდინში იმყოფებიან.