ქართული ოცნება" კვლავ Deep State-ის გავლენებზე საუბრობს. მამუკა მდინარაძე განცხადებით, ჯერ-ჯერობით არათუ "დიფსთეითის" დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშანიც კი არ იკვეთება. მდინარაძე ამტკიცებს, რომ სწორედ შტატების პოზიციით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება. მდინარაძის პოზიციას იზიარებენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც და იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს სამართლიანი პოზიცია ექნება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ კვლავ აკრიტიკებენ.