„გზავნილი მომავალში“ - სწორედ ასე ეწოდება „კვირის პალიტრის“ პროექტს, რომლის ფარგლებში, 2005-ი და 2010-ი წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიხსნა სკივრი, საიდანაც ადრესატებს შეეძლებათ 2000-ს წელს მათთვის გაგზავნილ წერილები მიიღონ. პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს. წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს. პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ. ამჯერად ადრესატები მიიღებენ წერილებს, რომლებიც მათ 25 წლის წინ გაუგზავნეს. როგორც „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორის ყოფილმა მოადგილემ, ნუცა დუმბაძემ აღნიშნა, ეს ძალიან საამაყო პროექტია და სკივრში მთელი საქართველოდან გაგზავნილი წერილებია მოთავსებული. მოქალაქეები წერილების მიღებას პალიტრა მედია ჰოლდინგის შენობაში შეძლებენ. წერილების გამგზავნებისა და ადრესატების ვინაობა გამოქვეყნდება გაზეთ „კვირის პალიტრის“ 17 მარტის ნომერში.