მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინშია. ამ თემაზე აშშ-სა და უკრაინის წარმოამდგენლები ხვალ ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ქალაქ ჯებაში დაგეგმილი შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდება. დღეს ზელენსკი საუდის არაბეთში პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. ქალაქ ჯებაში მიემგზავრება აშშ-ს სახელმწიფო მდივანიც. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. ამავდროულად, რუსეთი მოლაპარაკებების პროცესში საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას მოითხოვს.