"თანაინვეატირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული, გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო - საქმე ეხება როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით პატიმრობა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზვრა.