მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა საპროტესტო განწყობაზე ცუდად იმოქმედებს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ოპოზიციური პარტიები ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ისინი ასევე აცხადებენ, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც მმართველი პარტიის მხრიდან სრული ტერორია, ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.