საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ხელისუფლების ოპონენტებმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადეს, რომ მათ, სხვა საკითხებთან ერთად, "საერთო საკოორდინაციო ფრონტის" შექმნაზე იმსჯელეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო ფრონტმა იმუშაოს, კონკრეტული მიზნებისთვის, იყოს ქმედითუნარიანი და მასში მონაწილეობა მიიღონ არა მხოლოდ პარტიებმა, ასევე, საზოგადოებრივმა ჯგუფებმაც. ოპოზიციონერთა განცხადებით, საკოორდინაციო ფრონტის შექმნა წინგადადგმული ნაბიჯია.