„ქართული ოცნება“ ნარკოტიკებთან, მათ შორის მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამ მიმართულებით რვა სხვადასხვა კანონში, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში ცვლილებები არის წარდგენილი. ამასთან დაკავშირებით როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავსი ცვლილებები ნარკო-პოლიტიკას შეზღუდავს და ამ დანაშაულზე პატიმრობას გაზრდის. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ „ქარული ოცნების“ მსგავსი ინიციატივები ფსევდო-მზრუნველობის მაჩვენებელია.