უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრა. კირ სტარმერის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი პოზიტიურადაა განწყობილი უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრით და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგი ექნება. ამასთან, მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ გასულ შაბათ-კვირას ბრიტანელი ოფიციალური პირები უკრაინელ ოფიციალურ პირებს ესაუბრნენ და ისინი ხანგრძლივი მშვიდობის ერთგულები რჩებიან.