ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც უკავშირდება ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძისა და მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს. ისინი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე არიან ბრალდებული. დღევანდელ სხდომაზე მათთვის შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას განიხილავენ. ამის შესახებ სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას სუს-იდან უთვალთვალებენ. ჩიკვაიძე იმასაც ამბობს, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, ასევე შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მამხილებელ მასალას გაასაჯაროებს.