როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს - Palitra News

როგორ ეხმაურებიან პოლიტიკოსები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს

2025-03-11 12:17:39+04:00

მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ამ არჩევნებში მონაწილეობა საპროტესტო განწყობაზე ცუდად აისახება, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ ოპოზიციური პარტიები ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ იმ სახელმწიფოში, სადაც მმართველი პარტიის მხრიდან სრული ტერორი მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების მიერ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.