„ქართული ოცნება“ ნარკოტიკებთან, მათ შორის მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამ მიმართულებით რვა სხვადასხვა კანონში, მათ შორის, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში ცვლილებები უნდა შევიდეს. ამ თემას გამოეხმაურნენ როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციაში. მმართველ პარტიაში ნარკოპოლიტიკის კუთხით დაგეგმილი ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ოპოზიციაში აზრი აქვთ - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მსგავსი ინიციატივები ფსევდო-მზრუნველობის მაჩვენებელია.