საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა უახლოეს საათებში შედგება - უკრაინის დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და სამხედრო თანაშემწე წარმოადგენენ. აშშ-ის დელეგაციას კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობს. ასევე, მოსალოდნელია, რომ მას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელიც შეუერთდებიან. ადგილზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა ის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერიც და აშშ-ის წარმომადგენელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს და პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლად შეხვდნენ - რა გზავნილები აქვთ საუდის არაბეთში ჩასულ ქვეყნების ლიდერებს.