პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 30%-ით შემცირდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 29.9 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.
სააქციო კაპიტალის მოცულობამ დაახლოებით 484 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1.170 მლრდ. დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4 პროცენტით ნაკლებია. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 58.2 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 33.6 პროცენტით, მეორეზე - მალტა 13.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 11.4 პროცენტით.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი