მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, შესაძლოა, 100 000 დან 200 000 ლარამდე გაიზარდოს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პირველი მოსმენით უკვე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივ ინიციატივაა. ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილი იქნება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ცნობისთვის, აქამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გასაცემი მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა 100 000 ლარი იყო.